|
2017-05-30 10:34:14, 2422 ნახვა
სამართალი კომენტარი
ქარჩავა: წერილობითი მტკიცებულება გამაჩნია, რომ მეუფე პეტრეს პატრიარქის ტახტიდან ჩამოშორება უნდა
„წერილობითი მტკიცებულება გამაჩნია, რომ მეუფე პეტრეს პატრიარქის ტახტიდან ჩამოშორება და მოკვდინება უნდა“,-ამის შესახებ საპატრიარქოს იურისტმა ედიშერ ქარჩავამ ჟურნალისტებს განუცხადა. ჟურნალისტების კითხვაზე, თუ რა გზით აღმოჩნდა მის ხელში მამხილებელი მტკიცებულება, იურისტმა პასუხისგან თავი შეიკავა. „გამაჩნია მტკიცებულებები და თუ წმინდა სინოდის წევრები დაინტერესდებიან ამის შესახებ, მე შემიძლია მტკიცებულებები მათ წარვუდგინო და დავუმტკიცო, რომ ის ებრძვის პატრიარქს, უნდა მისი საპატრიარქო ტახტიდან ჩამოშორება და მისი მოკვდინება. ეს არის წერილობითი მტკიცებულება და ასევე ის ინფორმაცია, რომელიც მე გამაჩნია. საიდან გამაჩნია, ამ ინფორმაციას გავანდობ მხოლოდ და მხოლოდ ეპისკოპოსებს, იმ დაინტერსებულ პირებს, ვინც მე მომმართავს“,-განაცხადა ქარჩავამ. იურისტის განცხადებით, აღნიშნული ე.წ. ციანიდის საქმეს პირდაპირ არ უკავშირდება, თუმცა არაპირდაპირ კავშირი არსებობს. „ციანიდის საქმესთან პირდაპირი კავშირი არ აქვს, არაპირდაპირი არის ის, რომ მეუფე პეტრე თავისი ადვოკატით იცავს მამა გიორგი მამალაძეს“, -დასძინა ქარჩავამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)