|
2017-05-29 16:30:17, 1965 ნახვა
საზოგადოება კომენტარი
მეუფე პეტრე: რა გამოდის, პატრიარქი მიკერძოებულია, რომ უცხო მღვდელს სწირავს სამუდამო სასჯელისათვის და მის სიძეს ეფარება?
„თუ ეკლესიის დისკრედიტაციას არ ემსახურება მსგავსი განცხადება, მაშინ რა გამოდის, პატრიარქი მიკერძოებულია, რომ უცხო მღვდელს, არანათესავს სწირავს სამუდამო სასჯელისათვის და მის სიძეს ეფარება“,-ასე გამოეხმაურა მეუფე პეტრე საპატრიარქოს იურისტის ედიშერ ქარჩავას განცხადებას, რომლის თანახმადაც ერთ-ერთმა მაღალმა იერარქმა გამოძიებას სთხოვა, სოსო ოხანაშვილი არ დაეჭირათ. მეუფე პეტრე ამბობს, რომ ის პიროვნება თვითონ არ ყოფილა: „ ჯერ ერთი, როგორ ფიქრობ, ჩემს თხოვნას პროკურატურა გაითვალისწინებდა? ესეც ხომ სასაცილოა. ერთადერთი, თუ ვინმეს თხოვნას პროკურატურა გაითვალისწინებდა, ეს არის ქალბატონი და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი. თუ ეკლესიის დისკრედიტაციას არ ემსახურება მსგავსი განცხადება, მაშინ რა გამოდის, პატრიარქი მის არანათესავ მღვდელს, რომელიც ქონების მართვის უფროსად ჰყავდა დანიშნული, რომელიც მისი უახლოესი გარემოცვა იყო, რომელიც მისი ბობოყვათის საზაფხულო რეზიდენციის ხელმძღვანელად ჰყავდა დანიშნული, რომელიც საპატრიარქოს კლინიკის ხელმძღვანელად ჰყავდა დანიშნული, რომელიც ასევე ერთ-ერთი სკოლა გიმნაზიის ხელმძღვანელი იყო და მას ძალიან ენდობოდა, რა გამოდის, რომ პატრიარქი სწირავს მღვდელს, რომელიც არ არის მისი ნათესავი და პროკურატურას სთხოვს, რომ არ დააპატიმრონ და შეიწყალონ მისი ნათესავი, მისი სიძე, ეს ხომ უსამართლობაა, ეს ხომ მიკერძოებული სამართალია, ეს ხომ ფარისევლობაა. ანუ, რა გამოდის პატრიარქი მიკერძოებულია, რომ უცხო მღვდელს, არანათესავს სწირავს სამუდამო სასჯელისათვის და მის სიძეს ეფარება? არ მინდა დავიჯერო, რომ პატრიარქი მსგავსი უსამართლობის უკან დგას. ეს არის ასევე საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა“,-განაცხადა მეუფე პეტრემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)