|
2015-04-16 12:25:09, 403 ნახვა
პოლიტიკა
წულუკიანი IDFI-ს კვლევაზე: ამ ციფრებში რაიმე საგანგაშოს ვერ ვხედავ
საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი არასამთავრობო ორგანიზაცია IDFI-ს ინფორმაციას საგანგაშოდ არ მიიჩნევს. როგორც წულუკიანმა თემის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, ციფრები სურათის ანალიზის საშუალებას არ იძლევა. "საუბარია იმაზე, რომ ექსტრადიციის პროცედურას მიაქვს ძალიან დიდი დრო, რა მონაცემებიც მე მაქვს ნანახი, 2011 წელს ინტერპოლმა საქართველოს დაუკმაყოფილა 28-დან 20, ხოლო 2014 წელს 15-დან - 13. ამიტომ მე რაიმე საგანგაშოს ამ ციფრებში ვერ ვხედავ და მხოლოდ ციფრები არ იძლევა სურათის ანალიზის საშუალებას", - განაცხადა წულუკიანმა. რაც შეეხება მიმდინარე 2014-2015 წლების სამუშაოს, წულუაკიანის თქმით, ამის შედეგები გამოჩნდება და ციფრებში გაისად აისახება. "დღეს დაწყებული პროცედურები, შედეგს მოიტანს მხოლოდ გაისად," - აღნიშნა თეა წულუკიანმა. ცნობისთვის, არასამთავრობო ორგანიზაცია IDFI-ს კვლევის თანახმად, 2012 წლის შემდგომ მნიშვნელოვნად არის შემცირებული ექსტრადაციის შესახებ მონაცემები. IDFI-ს კვლევაში საუბარია, რომ შუამდგომლობების დაკმაყოფილების პროცენტული მაჩვენებელი 2012 წლის შემდგომ 70-დან 9 პროცენტამდე შემცირდა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმების გამო, პუტინმა რუსეთში საზოგადოებრივი გადაადგილება სრულად შეაჩერა
რუსეთში ვარდები და მიხაკები გაძვირდება სომხეთიდან ყვავილების იმპორტის აკრძალვის გამო
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)