|
2017-05-29 12:41:28, 2257 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
როუზ გოტემიულერი: მნიშვნელოვანია, იყოს კონსტრუქციული დიალოგი რუსეთთან
ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გოტემიულერმა თბილისში, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიაზე რუსეთთან კონსტრუქციული დიალოგის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან უკრაინელი დელეგატის შეკითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომ რუსეთის აგრესიული ქმედებები უკრაინაში ყურადღებამისაქცევია: „მნიშვნელოვანია, იყოს კონსტრუქციული დიალოგი რუსეთთან. ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ როდესაც ჩვენ დავსხდებით რუსეთთან დიალოგში, რუსეთის აგრესიული ქმედებები უკრაინაში ყურადღებამისაქცევია, ამაზე ვსაუბრობთ და უნდა ვისაუბროთ აბსოლუტურად განუხრელად, ცხადად და მკაფიოდ. გავითვალისწინოთ, რამდენად აუცილებელია, რომ ჩვენი თავდაცვა და შემაკავებელი ქმედებები, იყოს ძლიერი და ამავე დროს, ჩავერთოთ დიალოგში“,-განაცხადა ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)