|
2017-05-29 12:01:32, 1967 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
როუზ გოტემიულერი: მტკიცედ ვაფიქსირებ, რომ საქართველო პოზიტიური მიმართულებით მიდის
ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გოტემიულერმა თბილისში, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ საქართველო განსაკუთრებული ასპირანტი, წევრობის მსურველი ქვეყანაა. მან კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ საქართველო პოზიტიური მიმართულებით მიდის. ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ უსაფრთხოების საქმეში საქართველოს წვლილზეც ისაუბრა: „ძალიან დიდი წვლილი შეგაქვთ ალიანსის ქმედებებში, ავღანეთი არაერთხელ იქნა ნახსენები და მესმის, რომ 25 თქვენი ახალგაზრდა ჯარისკაცი დაიღუპა ამ ბრძოლებში. საქართველომ ძალიან მაღალი რანგის ფასი გადაიხადა ამისათვის და მინდა, გამოვუცხადო თანაგრძნობა ამ ახალგაზრდების ოჯახებს და რასაკვირველია, საქართველოს კიდევ ექნება ძალიან დიდი საქმე გასაკეთებელი, რომ თავისი საჯარისო დანაყოფები გაცილებით უფრო მაღალ დონეზე აიყვანოს, როგორც წვრთნის კუთხით, ისე ინსტიტუციონალური სტრუქტურის კუთხით. მიხარია, რომ არის შესაბამისი გუნდი. ნატო-საც ჰყავს შესაბამისი გუნდი ადგილობრივ ჩვენს ოფისში და მთელი ამ ქვეყნების წარმომადგენლები, რომლებიც ამ დარბაზში იმყოფებიან, თუნდაც მზად არიან, რომ დაეხმარონ საქართველოს რეფორმირების ესოდენ მნიშვნელოვან ეტაპზე. მე არ შემიძლია დღეს რაიმე წინასწარი განცხადებები გავაკეთო, მაგრამ ის, რომ საქართველო პოზიტიური მიმართულებით მიდის, ამას მტკიცედ ვაფიქსირებ“,-როუზ გოტემიულერმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)