|
2015-04-16 11:55:06, 839 ნახვა
ეკონომიკა
ნოდარ ხადური საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის შეხვედრაში მონაწილეობს
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ საგაზაფხულო შეხვედრაში მონაწილეობს. ამერიკის შეერთებულ შტატებში ფინანსთა მინისტრის სამუშაო ვიზიტი დღეს დაიწყო. ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია მაღალი დონის ორმხრივი მოლაპარაკებები. ფინანსთა მინისტრი შეხვდება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტს სერ სუმა ჩაკრაბარტის (Suma Chakrabarti), საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორს მენო შნელს (Menno Snel), საერთაშორისო სავალუტო ფონდის შუა აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორს მასუდ აჰმედს (Masood Ahmed), აგრეთვე მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორს ფრანკ ჰემსკერკს (Frank Heemskerk), საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის ვიცე- პრეზიდენტს დიმიტრის ციცირაგოსს (Dmitris Tsitsiragos), მსოფლიო ბანკის მრავალმხრივი საინვესტიციო გარანტიების სააგენტოს (MIGA) ვიცე-პრეზიდენტს კეიკო ჰონდას, მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში ლორა თაკს (Laura Tuck) ვიზიტის ფარგლებში მოლაპარაკებები გაიმართება სარეიტინგო კომპანიების Moody’s,-ის S&P-ისა და Fitch-ის, სხვადასხვა საინვესტიციო კომპანიების, მათ შორის, J.P Morgan-ის, CitiBank-ის, წარმომადგენლებთან. ნოდარ ხადური ასევე შეხვდება უკრაინელ კოლეგას - უკრაინის ფინანსთა მინისტრს ნატალია ჯარესკოს (Natalie Jaresko) და კოლეგებს აზერბაიჯანის ფინანსთა სამინისტროდან. ამერიკის შეერთებულ შტატებში ფინანსთა მინისტრის ვიზიტი 21 აპრილს დასრულდება.
GCCA საოჯახო კალათის პროგრამაში შემავალი საბაზისო პროდუქტების საინფორმაციო პორტალს ქმნის
დიდი შვიდეულიდან ბრიტანეთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც სპარსეთის ქვეყნებთან გრძელვადიანი სავაჭრო შეთანხმებას მიაღწია
WSJ: ისრაელი საიდუმლო ჯგუფს ქმნის 7 ოქტომბრის თავდამსხმელების დასაჭერად
მერცმა უკრაინას ევროკავშირში „ასოცირებული“ წევრობის სტატუსი შესთავაზა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)