|
2017-05-28 13:12:31, 1862 ნახვა
კომენტარი
პაოლო ალი: საქართველოს ხელისუფლება აკონტროლებს ვითარებას, თუმცა ადგილზე დაძაბულობა არ იკლებს
„ვიცით, რომ საქართველოს ხელისუფლება აკონტროლებს ვითარებას, თუმცა ადგილზე დაძაბულობა არ იკლებს“,-ამის შესახებ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პაოლო ალიმ ჟურნალისტებს ახალგორის მოსაზღვრე სოფელ ოძისში განუცხადა, სადაც დელეგატებთან ერთად იმყოფებოდა. პაოლო ალის თქმით, ხვალ ფინალურ სესიაზე საქართველოს შესახებ დეკლარაციას დაამტკიცებენ. მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ნატო და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს: „ჩვენ მივიღეთ დეტალური ინფორმაცია, თუ რამდენად აკონტროლებს ვითარებას რუსეთის ფედერაცია. გავეცანით რუსეთის საჯარისო ნაწილების ზუსტ რიცხვს არა მხოლოდ აქ, აფხაზეთის ტერიტორიაზეც. უსაფრთხოების თვალსაზრისით, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, გვესმოდეს, თუ როგორ კონტროლდება სიტუაცია. ვიცით, რომ საქართველოს ხელისუფლება აკონტროლებს ვითარებას, თუმცა ადგილზე დაძაბულობა არ იკლებს. ხვალ ჩვენ ფინალურ სესიაზე მივიღებთ დეკლარაციას საქართველოს შესახებ, თუმცა უჩვეულოა ასეთი რეზოლუციის მიღება.ასევე, უჩვეულოა ის, რომ ნატო-ს არაწევრ ქვეყანაში გვიწევს სესიის ჩატარება. ეს გამონაკლისია ჩვენს პრაქტიკაში, მაგრამ ეს ხდება საქართველოსთვის ჩვენი მხარდაჭერის დემონსტრირებისთვის.დეკლარაცია ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია, თუმცა მას ხვალ დავამტკიცებთ. ნატო და ნატო-ს საპარლამერნტო ასამბლეა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს“,-აღნიშნა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)