|
2017-05-27 18:03:58, 2480 ნახვა
სამართალი კომენტარი
გვენეტაძე: სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატის შესარჩევი კომისია გამჭვირვალე და სამართლიანი იქნება
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ნინო გვენეტაძის განცხადებით, სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატის შერჩევის პროცესი გამჭვირვალე იქნება. გვენეტაძის თქმით, შერჩეული მოსამართლე სტრასბურგის სასამართლოს კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს. ,,მე მაქვს მხოლოდ ზოგადი ინფორმაცია. კომისია, რომელიც მუშაობს სტრასბურგის სასამართლოში მოსამართლის გამწესების საკითხებთან დაკავშირებით და უძღვება გასაუბრებას, იქნება ძალიან გამჭვირვალე და სამართლიანი“, - განაცხადა ნინო გვენეტაძემ. შეგახსენებთ, რომ იუსტიციის სამინისტროში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა შერჩევის მიზნით გასაუბრებები მიმდინარეობს. სპეციალური კომისია იმ კანდიდატებს გაესაუბრება, რომლებმაც შერჩევის წინა ორი ეტაპი წარმატებით გაიარეს. ესენი არიან: ადეიშვილი ირაკლი; ალანია თამარ; ალექსიძე თამარ; ბაქაქური ნინო; ბაჩიაშვილი იოსებ; ბოხაშვილი ბესარიონ; გაბისონია თამარ; გელაძე ნატალია; გეწაძე შოთა; დობორჯგინიძე ვერა; დონდოლაძე ირაკლი; ვარძელაშვილი კონსტანტინე; კვირიკაშვილი მაია; კემულარია რუსუდან; კორკელია კონსტანტინე; ლეგაშვილი ნიკოლოზ; მესხიშვილი ქეთევან; მესხორაძე ლევან; სვანიძე ერიკ; ჭანტურია ლადო; ხითარიშვილი ლუიზა; ჯანდიერი დავით; ჯაფარიძე სოფიო.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)