|
2017-05-27 15:30:16, 2712 ნახვა
მსოფლიო
დიდ ბრიტანეთში ტერორისტული საფრთხის დონე დაწიეს
დიდ ბრიტანეთში ტერორისტული საფრთხის დონე დაწიეს, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ საფრთხის დონე კრიტიკულიდან მძიმემდე დაწია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ტერაქტის მოწყობის საფრთხე ახლო მომავალში არ არსებობს. გარდა ამისა, როგორც BBC წერს, ქალაქ მანჩესტერის ერთ-ერთ უბანში ხალხის ევაკუაცია მოხდა, რადგან სამართალდამცველები სპეცოპერაციას ატარებდნენ. ტერეზა მეიმ დიდი შვიდიანის სამიტი დილით ადრე დატოვა და მთავრობის საგანგებო სხდომარე დასასწრებად ლონდონში დაბრუნდა. მედიის ცნობით, მანჩესტერის ტერაქტის შემსრულებელთან სავარაუდო კავშირის გამო სულ 11 ადამიანია დაკავებული. შეგახსენებთ, რომ ქალაქ მანშესტერში ტერაქტი მოხდა, რის შედეგადაც 22 ადამიანი დაიღუპა, 59 კი დაშავდა. აფეთქება პოპ მომღერალის არიანა გრანდეს კონცერტის დასრულების შემდეგ მოხდა. პასუხისმგებლობა მომხდარზე ISIS-მ აიღო. ტერაქტის ორგანიზატორის ვინაობა ცნობილია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)