|
2017-05-25 20:19:43, 2394 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპის შეფასებით, ნატო-ს ერთ-ერთი საფრთხე რუსეთია
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ნატო-ს ძირითად საფრთხეებად ტერორიზმი, მიგრაცია და რუსეთის მხრიდან განხორციელებული ქმედებები დაასახელა, - ამის შესახებ "რია-ნოვოსტი" იუწყება. "მომავლის ნატო უნდა იყოს კონცენტრირებული ტერორიზმზე და მიგრაციაზე, ასევე საფრთხეებზე რუსეთის მხრიდან", - განაცხადა ტრამპმა ბრიუსელში ნატო-ს შტაბ ბინაში. გარდა ამისა, აშშ-ის პრეზიდენტმა ნატო-ს წევრებს მოუწოდა ალიანსის წინაშე აღებული ფინანსური ვალდებულებები შეასრულონ. ამასთან, ტრამპმა ტერორიზმზეც გაამახვილა ყურადღება. მისივე თქმით, 23 წევრი ქვეყნიდან 22 თავდაცვის საფასურს არ იხდის, რაც ამერიკის მიმართ "არასამართლიანია". "თუ ყველა წევრი თანაბრად შემოიტანს თავდაცვის საფასურს, ნატო უფრო ძლიერი იქნება, განსაკუთრებით ტერორიზმთან ბრძოლის კუთხით", - დასძინა მან. დონალდ ტრამპმა მწუხარება გამოთქვა მანჩესტერი მომხდარი ტერაქტის გამო, რის შედეგადაც 22 ადამიანი დაიღუპა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)