|
2017-05-25 17:49:40, 2124 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ირაკლი კობახიძის განცხადებით, გენერალურ აუდიტორად ნარმანიას შესაძლო დანიშვნაზე კონსულტაციები არ ჰქონია
პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსის კანდიდატურასთან დაკავშირებით, კონსულტაციები ჯერ არ გაუმართავს. შესაბამისად, ირაკლი კობახიძე გენერალურ აუდიტორად თბილისის მერის, დავიტ ნარმანიას კანდიდატურის განხილვას არ ადასტურებს და ამბობს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადებების გაკეთება ჯერ ნაადრევია: “რაც შეეხება ნარმანიას შესაძლო დანიშვნას, ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადებების გაკეთება ნაადრევია. კონსულტაციები ამასთან დაკავშირებით არ მქონია. გენერალური აუდიტორის წარდგენა არის პარლამენტის თავმჯდომარის ექსკლუზიური პრეროგატივა. გადაწყვეტილება მიიღება მაშინ, როდესაც საჭირო იქნება კანდიდატის წარდგენა", - განაცხადა კობახიძემ. ცნობისთვის, დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ კითხვაზე-შესაძლოა თუ არა დაინიშნოს გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე, აღნიშნა, რომ ეს ვერსიაც განიხილება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)