|
2017-05-25 15:24:44, 2185 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ჯეჯელავა: საქართველოსა და NATO-ს ურთიერთობა ასეთ მაღალ დონეზე არასდროს ყოფილა
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა თბილისში დაგეგმილ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სხდომას გამოეხმაურა. მისი შეფასებით, ასეთი მაღალი რანგის ღონისძიების საქართველოში ჩატარება ძალიან პოზიტიურია. ამასთან, მინისტრი ამბობს, რომ საქართველოსა და NATO-ს ურთიერთობა ასეთ მაღალ დონეზე არასდროს ყოფილა: "ხაზი მინდა გავუსვა, რომ მიუხედავად იმისა, როდის, ან რა თანმიმდევრობით გავწევრიანდებით მასში, თვითონ პროცესია ძალიან სასარგებლო. თუნდაც ის წვრთნა და აღჭურვა, გამოცდილების გაზიარება, ეს ყველაფერი, პირველ რიგში, ჩვენ გვაძლიერებს. თუ ეს NATO-ს სტანდარტებთან დაგვაახლოვებს და გაადვილებს მომავალში გაწევრიანებას, რა თქმა უნდა, ძალიან სასიხარულოა. ასეთი რანგის ღონისძიების ჩატარება ჩვენთან თავისთავად ძალიან პოზიტიურია",- განაცხადა ჯეჯელავამ. ნატო-ს საპარლამეტო ასამბლეის 2017 წლის საგაზაფხულო სესია საქართველოში 26-29 მაისს გაიმართება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)