|
2017-05-25 15:22:19, 2490 ნახვა
სამართალი კომენტარი
ჯეჯელავა თორდია-ფარცხალაძის საქმეზე: ხალხის ცემა არაფრით შეიძლება
"თუ თორდიაა დასასჯელი თორდია უნდა დაისაჯოს, თუ ფარცხალაძეა დასასჯელი, ფარცხალაძე, თუ ორივეა, ორივე უნდა დაისაჯოს",- ასე გამოეხმაურა განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა სახელმწიფო აუდიტის უფროსსა და ყოფილ მთავარ პროკურორს შორის მომხდარი ინციდენტსა და მიმდინარე გამოძიებას. ჯეჯელავას შეფასებით, რაც არ უნდა იყოს დაპირისპირების მიზეზი, ცემა დაუშვებელია: "საქმე ის არის, რომ რის გამოც არ უნდა დაიწყოს რამე, ხალხის ცემა არაფრით არ შეიძლება. მიუხედავად იმისა, რასთან არის დაკავშირებული. კანონის დარღვევა არ შეიძლება. ეს იგივეა, რომ ადამიანი აღელვებულია და ამის გამო დაარღვია მოძრაობის წესები. ეს არის მთავარი პრინციპი. მით უმეტეს, მაღალი თანამდებობის პირს აქვს თმენის ვალდებულება. მე ძალიან ხშირად გახსნილ კრიტიკას ვისმენ, მაგრამ ვალდებული ვარ, რომ ამაზე ვრეაგირებდე ცივილიზებულად. მიუხედავად იმისა, რა მიზეზებით მოხდა ესა თუ ის ქმედება, კანონის დარღვევა დაუშვებელია, ",- განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ. შეგახსენებთ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი ლაშა თორდია აცხადებს, რომ 13 მაისს, შარდენის ქუჩაზე მდებარე ღამის კლუბ „ელ ცენტროში“, ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და მისი თანმხლები პირები თავს დაესხნენ. ლაშა თორდია მომხდარს მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას უკავშირებს. მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. უწყებამ 22 მაისს საქმეზე შუალედურ ანგარიში და დაპირისპირების ამსახველი კადრები გამოაქვეყნა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)