|
2017-05-25 14:06:53, 2118 ნახვა
სამართალი კომენტარი
სერგეენკო ფარცხალაძე-თორდიას საქმეზე: ამას საპარლამენტო და საერთაშორისო კომისიების შექმნა არ სჭირდება
„ესაა შემთხვევა, რომელსაც არ სჭირდება განსაკუთრებული საპარლამენტო და საერთაშორისო კომისიების შექმნა და მჯერა, რომ გამოძიება უტყუარად დაადგენს ყველაფერს”,-ასე გამოეხმაურა ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ე.წ. თორდია-ფარცხალაძის საქმეს. მისივე შეფასებით, გამოძიებას უნდა მიეცეს საშუალება, სიმართლე დაადგინოს: „ამ ინციდენტს პოლიტიკური სარჩული გაუჩნდა იმის გამო, რომ მასში მონაწილე ადამიანები იყვნენ მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირები”,-აღნიშნა სერგეენკომ. შეგახსენებთ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი ლაშა თორდია აცხადებს, რომ 13 მაისს, შარდენის ქუჩაზე მდებარე ღამის კლუბ „ელ ცენტროში“, ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და მისი თანმხლები პირები თავს დაესხნენ. ლაშა თორდია მომხდარს მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას უკავშირებს. მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. უწყებამ 22 მაისს საქმეზე შუალედურ ანგარიში და დაპირისპირების ამსახველი კადრები გამოაქვეყნა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)