|
2017-05-25 13:37:24, 1998 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
დოლიძე: ნუ ავიღებთ იდეაფიქსად და აპრიორად იმას, რომ MAP-ის გარეშე ნატო-ში ჯერ არც ერთი ქვეყანა შესულა
„ნუ ავიღებთ იდეაფიქსად და აპრიორად იმას, რომ MAP-ის გარეშე ჯერჯერობით არც ერთი ქვეყანა შესულა ნატო-ში“, - ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელწმიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. თუმცა, მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მაპ-ი ჯერჯერობით კვლავ რჩება ძალიან მნიშვნელოვან ინსტრუმენტად იმისა, რომ ქვეყანა ნატო-ში გაწევრიანდეს: „ვფიქრობ, მექანიზმებთან და საერთოდ დროსთან დაკავშირებით მაინც და მაინც არ უნდა გავამახვილოთ ყურადღება გამომდინარე იქიდან, რომ თუნდაც ნატო-ში, მათ შორის, უელსისა და ვარშავის სამიტებზე, არაერთხელ ითქვა საბოლოო კომუნიკეში, რომ საქართველოს გააჩნია ყველა ინსტრუმენტი იმისათვის, რომ გახდეს ნატო-ს წევრი, ამიტომ, ის, რომ მაპ-ის გარეშე ჯერჯერობით არც ერთი ქვეყანა არ შესულა ნატო-ში, მოდით, ნუ ავიღებთ ამას იდეაფიქსად და აპრიორად. თუმცა, კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ, რომ მაპ-ი ჯერჯერობით კვლავ რჩება ძალიან მნიშვნელოვან ინსტრუმენტად იმისა, რომ ქვეყანა გაწევრიანდეს ნატო-ში. თავსებადობის გაზრდა ნატო-ს სტანდარტებთან, ისევე როგორც შესაძლებლობების და თავდაცვისუნარიანობის გაზრდა, არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და გარანტი ჩვენი მშვიდობისა და თავდაცვისუნარიანობის“,-განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)