|
2017-05-25 12:44:37, 1893 ნახვა
კომენტარი
თორდია: არ ვდებ თავს წმინდანობაზე, მაგრამ საუბარი ჩემს მორალურ მხარეზე არ არის მნიშვნელოვანი
საზოგადოებას მივმართავ, არ ვდებ თავს წმინდანობაზე, ისაუბრეთ ჩემს მორალურ მხარეზე არ არის მნიშვნელოვანი, - ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსმა ლაშა თორდიამ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც თორდიამ აღნიშნა, მისთვის მთავარია, რომ აუდიტის სამსახურმა საქმე მიიყვანოს ბოლომდე. მისივე შეფასებით, ვიდეოები, რომლებიც გავრცელდა, მის დისკრედიტაციას ემსახურება. "ვიდეოები, რომელიც მათ წარმოადგინეს, არის შორი ხედიდან გადაღებული, რათა კარგად ვერ დაინახოს საზოგადოებამ, თუ რა მოხდა. მეორე ვიდეო არის ყველა რაკურსით კარგად დამონტაჟებული, რათა ჩემი დისკრედიტაცია მოხდეს და წარმომაჩინონ როგორც დებოშიორი პირი. ეს არის, რათა გადაიფაროს აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებული დასკვნა. ცალკე მსჯელობის საგანია, საიდან ჰქონდა იმ პირს წვდომა ამ ვიდეოზე ვინც ატვირთა. მასზე ზეწოლაა და მე პირადად ვუხდი მას ბოდიშს, რადგან ამ საქმეში იყენებენ. არავისი არ მეშინია. საზოგადოებას მივმართავ, არ ვდებ თავს წმინდანობაზე, ისაუბრეთ ჩემს მორალურ მხარეზე ეს არ არის მნიშვნელოვანი. ჩემთვის მთავარია, რომ აუდიტის სამსახურმა საქმე მიიყვანოს ბოლომდე და ამ ადამიანმა კორუფციის გამო, პასუხი აგოს. კადრები რაც გავრცელდა აუდიტის სამსახურის საქმიანობას არ უკავშირდება", - განაცხადა ლაშა თორდიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)