|
2017-05-25 10:50:11, 2277 ნახვა
მსოფლიო
მანჩესტერის ტერაქტის შემსრულებლის მამა ლიბიაში დააკავეს
მანჩესტერის ტერაქტის შემსრულებლის სალმან აბედის მამა, დააკავეს, - ამის შესახებ BLOOMBERG იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, 52 წლის რამადან აბადი ლიბიის დედაქალაქში აიყვანეს. როგორც მედია წერს, მისი დაპატიმრების ოპერაციაში ათეულობით სამხედრო მონაწილეობდა. ის მას შემდეგ აიყვანეს, რაც მან შვილის უდანაშაულობაზე ისაუბრა. დაკავებულია თვითმკვლელი ტერორისტის უმცროსი ძმა, 20 წლის ჰაშემ აბადიც, რომელსაც "ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირში ადანაშაულებენ. BLOOMBERG-ის ცნობით, მანჩესტერში დააკავეს ბოროტმოქმედის უფროსი ძმა ისმაილი და ტერაქტის მოწყობაში ეჭვმიტანილი კიდევ 4 ადამიანი. შეგახსენებთ, რომ ქალაქ მანშესტერში ტერაქტი მოხდა, რის შედეგადაც 22 ადამიანი დაიღუპა, 59 კი დაშავდა. აფეთქება პოპ მომღერალის არიანა გრანდეს კონცერტის დასრულების შემდეგ მოხდა, თვითონ მომღერალი კი არ დაშავებულა. პასუხისმგებლობა მომხდარზე ISIS-მ აიღო. ტერაქტის ორგანიზატორის ვინაობა ცნობილია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)