|
2015-04-15 17:42:29, 640 ნახვა
საზოგადოება
„დელტას“ მიერ შექმნილი სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა მთავრობის წევრებმა დაათვალიერეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად სიღნაღში, სოფელ ნუკრიანში ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით შავლიაშვილი, ასევე ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. მთავრობის წევრებმა პრემიერ-მინისტრთან ერთად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „დელტას“ მიერ შექმნილი სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა დაათვალიერეს და მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ. სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა წარმოადგენს სხვადასხვა კომპონენტებისგან შემდგარ ერთიან კომპლექსს, რომლის შემადგენლობაში შედის ცენტრალური სარადარო სადგური (მეტეორადარი), ინფორმაციის დამუშავებისა და ცეცხლის მართვის ცენტრი, ასევე ავტონომიური საცეცხლე სარაკეტო დანადგარი. ამ ეტაპისთვის ნუკრიანში უკვე დასრულებულია ცენტრალური სარადარო სადგური, რომელიც მთლიანად აწყობილი და დამონტაჟებულია „დელტას“ მიერ. პრემიერ-მინისტრმა შესრულებული სამუშაოებისთვის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ „დელტას,“ თავდაცვის სამინისტროს და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მადლობა გადაუხადა. “მოგეხსენებათ, სეტყვა კახეთის რეგიონისთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემაა, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა სრულიად მოშლილი იყო ადრე არსებული სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა. ჩვენ „დელტასთან“ ერთად დავიწყეთ ამ პროექტზე მუშაობა, უკვე დასრულებულია ცენტრალური სარადარო სისტემა და აქტიურად მიმდინარეობს კახეთის ყველა რეგიონში საცეცხლე წერტილების მოწყობის სამუშაოები. ვფიქრობთ, რომ ამ სისტემის საშუალებით სასოფლო-სამეურნეო სავარგულებში სეტყვისგან მიყენებული ზარალის 80-90%-ით შემცირება იქნება შესაძლებელი”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. პროექტის ფარგლებში კახეთის რეგიონის მასშტაბით 83 ერთეული ავტონომიური საცეცხლე-სარაკეტო დანადგარი განთავსდება.
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)