|
2017-05-24 15:22:53, 1984 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ICAO-ს საბჭოს პრეზიდენტი ეწვევა
საქართველოს ICAO-ს საბჭოს პრეზიდენტი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მოწვევით, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) საბჭოს პრეზიდენტი დოქტორ ბენარდ ალიუ და ორგანიზაციის ევროპისა და ჩრდილო-ატლანტიკური რეგიონალური ბიუროს დირექტორი ლუის ფონსეკა დი ალმეიდა ეწვევიან. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ICAO-ს პირველ პირებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია შეხვდება. მხარეები საქართველოსა და სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას შორის თანამშრომლობის საკითხებს და ქვეყნის მიერ საავიაციო უსაფრთხოებისა და უშიშროების ზედამხედველობის კუთხით მიღწეულ პროგრესს მიმოიხილავენ. საქართველო სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) საბჭოს პრეზიდენტს პირველად მასპინძლობს. ICAO-ს საბჭო არის მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის 36 სახელმწიფოსაგან შემდგარი მუდმივმოქმედი ორგანო, რომელიც წარმართავს ორგანიზაციის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს. საქართველო გაეროს სპეციალიზირებული სააგენტოს - სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) სრულუფლებიანი წევრი 1994 წელს გახდა. როგორც საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ კონვენციის („ჩიკაგოს კონვენცია“) ხელმომწერი სახელმწიფო, საქართველო უზრუნველყოფს ორგანიზაციის მიერ დადგენილი სტანდარტებისა და რეკომენდირებული პრაქტიკის დანერგვას და გატარებას სამოქალაქო ავიაციის დარგში. გაწევრიანების დღიდან ქვეყანამ საავიაციო უსაფრთხოებისა და უშიშროების კუთხით არაერთ აუდიტს და რეგიონალურ ღონისძიებას უმასპინძლა. საქართველომ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა საავიაციო უსაფრთხობისა და უშიშროების ზედამხედველობის ხარისხი, რაც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ჩატარებულმა იკაოს 2015-2016 წლის აუდიტებმა დაადასტურა: საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის ზედამხედველობის თვალსაზრისით საქართველოს საერთო მაჩვენებელმა 87.8% შეადგინა (58% - 2008 წლის აუდიტის დროს); საჰაერო ხომალდების ექსპლუატანტების ზედამხედველობის კუთხით მაჩვენებელი გახდა 82.73% (მსოფლიო საშუალო მაჩვენებელი 66.6%, 23.3% გაუმჯობესება 2013 წელთან შედარებით); ICAO-ს სტანდარტების კანონმდებლობაში დანერგვის მაჩვენებელი გახდა 81.82% (მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელი 67.8%, გაუმჯობესება 2013წ. აუდიტთან შედარებით 59.09%); 2016 წელს, საქართველომ პირველად გადააჭარბა ICAO-ს საავიაციო უსაფრთხოების გლობალური გეგმით დადგენილ 60%-იან მაჩვენებელს და 64.52%-იანი შედეგი აჩვენა. დოქტორ ბენარდ ალიუ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) საბჭოს პრეზიდენტის პოსტს 2014 წლიდან იკავებს. 2005-2013 წლებში იგი იყო ნიგერიის წარმომადგენელი საბჭოში, იკავებდა საბჭოს ვიცე-პრეზიდენტის, ტექნიკური თანამშრომლობისა და ფინანსური კომიტეტების თავჯდმარის, ასევე სხვადასხვა სამუშაო ჯგუფების ხელმძღვანელის თანამდებობას. ბენარდ ალიუ არის ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი, კანადის მაკგილის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული სამოქალაქო და კოსმოსური სამართლის განხრით. დოქტორ ალიუს გააჩნია ოცდაათ წლიანი გამოცდილება სამოქალაქო ავიაციის სფეროში, ფლობს ტექნიკური მომსახურების ინჟინრის მოქმედ სერტიფიკატს არის იკაოს მიერ სერტიფიცირებული ფრენის უსაფრთხოების ინსტრუქტორი. (NS)
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
თითქოს სიღარიბის შემცირების გამო, რეჟიმი სოციალური დახმარებას გადახედავს, დავალება უწყებებმა უკვე მიიღეს
პროკურატურამ ჩოხატაურში მომხდარ მკვლელობაზე ერთ პირს ბრალი წაუყენა
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)