03:13 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-24 12:08:37, 2100 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
კალაძე: პრემიერის, ჩემი და მთავრობის წევრების პოზიციაა, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწები უცხოელებზე არ უნდა გასხვისდეს

ენერგეტიკის მინისტრის, ვიცე-პრემიერ კახი კალაძის განცხადებით, პრემიერის, მისი და მთავრობის წევრების პოზიციაა, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების  მიწები უცხოელებზე არ უნდა გასხვისდეს.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, შესაბამისი  გადაწყვეტილება, რომელსაც პარლამენტი ამ საკითხზე მიიღებს, ალბათ,  კონსტიტუციაში აისახება:

„ზოგადად, ამასთან დაკავშირებით ძალიან დიდი აურზაური იყო. არ ისმენდნენ კონკრეტულად თუნდაც  კობახიძის  განცხადებებს ამ საკითხთან დაკავშირებით. მოგახსენებთ ზოგადად მთავრობის მეთაურის პოზიციას  და ასევე ჩემს  პოზიციას სასოფლო-სამეურნეო მიწებთან დაკავშირებით. ჩვენი პოზიციაა, რომ  სასოფლო-სამეურნეო მიწები უცხოლებზე არ უნდა გასხვისდეს. ეს არის როგორც პრემიერის, ისე ჩემი და მთავრობის წევრების პიზიცია. შესაბამისად,  პარლამენტში ამაზე მსჯელობენ და  გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით დარწმუნებული ვარ იქნება მიღებული. ალბათ,  კონსტიტუციაში აისახება“,-აღნიშნა კახი კალაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია რეჟიმს - შეწყდეს რეპრესიები, სოლიდარობა დამოუკიდებელ მედიას
დიუშენით დაავადებული ბავშვების დასახმარებელ მარათონში კომპანიები ჩაერთნენ
რუბიომ განაცხადა, რომ აშშ-ს, უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა
რუსეთში იპოთეკური სესხები 50%-ზე მეტით შემცირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics