|
2017-05-23 19:22:11, 2190 ნახვა
მსოფლიო
მანჩესტერში ტერაქტის ორგანიზატორის ვინაობა ცნობილია
მანჩესტერში ტერაქტის ორგანიზატორის ვინაობა ცნობილია, - ამის შესახებ CBS News იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ორგანიზატორი 23 წლის სალმან აბედია. როგორც მედია წერს, სალმან აბედი ბრიტანელი სამართალდამცველებისთვის ცნობილი იყო. NBC News-ი იტყობინება, რომ თვითმკვლელმა ტერორისტმა ბომბი სტადიონის ტერიტორიაზე ზურგჩანთის მეშვეობით შეიტანა. მანამდე, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ სამართალდამცველები იკვლევენ, ვისი სახელით მოქმედებდა დამნაშავე, თუმცა მისი ვინაობა ცნობილია. შეგახსენებთ, რომ ქალაქ მანშესტერში ტერაქტი მოხდა, რის შედეგადაც 22 ადამიანი დაიღუპა, 59 კი დაშავდა. აფეთქება პოპ მომღერალის არიანა გრანდეს კონცერტის დასრულების შემდეგ მოხდა, თვითონ მომღერალი კი არ დაშავებულა. პასუხისმგებლობა მომხდარზე ISIS-მ აიღო.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)