03:13 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-23 14:40:38, 2122 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ბინალი ილდირიმი: თურქეთი გააგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი თურქეთის პრემიერ-მინისტრის ბინალი ილდირიმის განცხადებით,  მომავალში ორ ქვეყანას შორის  სტრატეგიული თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.

 როგორც მან ქართველ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა,  თურქეთი გააგრძელებს  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და საგარეო პოლიტიკური კურსის მხარდაჭერას.

 „ვისაუბრეთ ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ თანმშრომლობაზე. ეკონომიკურ სფეროში თურქეთი პირველი კომერციული პარტნიორია საქართველოსი. ვფიქრობთ, მომავალში სავაჭრო ტვირთბრუნვა გაორმაგდება. თურქეთი გააგრძელებს ორი ძირითადი პრინციპის მხარდაჭერას.  ესაა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანება. ასევე მინდა მოგილოცოთ უვიზო მიმოსვლა შენგენის ქვეყნებთან, ერთ- ერთი ასპექტი, რომელიც ხაზს უსვამს ჩვენი თანამშრომლობის მნიშვნელობას, ეს თბილისის ბაქო ყარსის რკინიგზის პროექტია, რომელიც საბოლოო ეტაპს უახლოვდება. დიდი მნიშვნელობას ვანიჭებთ ამ პროექტს“,-განაცხადა ბინალი ილდირიმმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია რეჟიმს - შეწყდეს რეპრესიები, სოლიდარობა დამოუკიდებელ მედიას
დიუშენით დაავადებული ბავშვების დასახმარებელ მარათონში კომპანიები ჩაერთნენ
რუბიომ განაცხადა, რომ აშშ-ს, უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა
რუსეთში იპოთეკური სესხები 50%-ზე მეტით შემცირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics