|
2015-04-15 14:42:00, 685 ნახვა
საზოგადოება
საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში სტაჟირებას 16 სტუდენტი გაივლის
სახელმწიფო სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ქვეყნის სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლიდან სტაჟირებას 16 სტუდენტი გაივლის. შერჩევის პროცესი უკვე დასრულდა და სტაჟიორებმა სააგენტოს სხვადასხვა სამსახურის საქმიანობის სპეციფიკის დეტალური გაცნობა დაიწყეს. პროცესის პარალელურად, მათ პროფესიული უნარების გამომუშავებისა და თეორიული ცოდნის გაღრმავების საშუალება ექნებათ. სტაჟიორები გეოდეზიისა და კარტოგრაფიის, სივრცითი ინფორმაციისა და კადასტრის, იურიდიული და ქონების რეგისტრაციის მიმართულებით სამუშაო პროცესშიც ჩაერთვებიან. 16 სტუდენტიდან 2 სამაჩაბლოდან დევნილია. „ჩვენთვის, როგორც განვითარებაზე ორიენტირებული ორგანიზაციისთვის, განსაკუთრებით მნნიშვნელოვანია სახელმწიფო სტაჟირების პროგრამაში ჩართულობა, მაღალკვალიფიციური კადრების მომზადების, მათი პროფესიული განვითარების,პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და სრულყოფის მიზნით, სააგენტო ახალგაზრდა სპეციალისტებს უქმნის დამოუკიდებელი მუშაობისა და შემოქმედებითი ინიციატივის გამოვლენისათვის საჭირო პირობებს. ამას გარდა, ამ ადამიანების რესურსის გამოყენებას სააგენტოსთვის მართლაც დიდი სარგებელი მოაქვს. გასული ნაკადის გამოცდილებამ დაგვანახა, რომ სტაჟიორები სააგენტოს საქმიანობის ეფექტურად განხორციელებაში საკმაოდ აქტიურად ერთვებიან და ამ პროცესში საკუთარი წვლილიც შეაქვთ“,-აცხადებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძე. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო სტაჟირების პროგრამაში უკვე მეორედ ჩაერთო. 2014 წელს უწყებაში სტაჟირება 11-მა პირმა გაიარა, მათ შორის ყველაზე წარმატებული 2 სტაჟიორი კი სააგენტოში დასაქმდა. საქართველოს მთავრობის დადგენილებით, სახელმწიფო სტაჟირების პროგრამა გასული წლიდან ხორციელდება. სტაჟიორთა ნაკადის რეგისტრაცია კი წელიწადში ორჯერ - მარტსა და აგვისტოში, პროგრამის ვებგვერდისwww.stajireba.gov.ge -ს დახმარებით ხდება. მასში მონაწილეობის საშუალება იმ ახალდამთავრებულ და დამამთავრებელი კურსების სტუდენტებს აქვთ, ვისი აკადემიური მოსწრებაც საშუალოზე მაღალია.
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)