17:01 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-22 18:49:21, 2405 ნახვა

პოლიტიკა ეკონომიკა
გიორგი კვირიკაშვილი აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრს ზაკირ ჰასანოვს შეხვდა.

შეხვედრაზე ორი ქვეყნის პარტნიორული ურთიერთობების საკითხები განიხილეს.

საუბარი შეეხო თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს და სამხედრო სფეროში გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს სამმხრივ ფორმატზე - საქართველოს,აზერბაიჯანისა და თურქეთის თანამშრომლობის კიდევ განვითარებაზე, რეგიონის სტრატეგიული ენერგოსატრანსპორტო ინფრასტრუქტურის დაცვის მიზნით.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, მინისტრის მოადგილე ლელა ჩიქოვანი და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში თედო ჯაფარიძე დაესწრნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
თითქოს სიღარიბის შემცირების გამო, რეჟიმი სოციალური დახმარებას გადახედავს, დავალება უწყებებმა უკვე მიიღეს
პროკურატურამ ჩოხატაურში მომხდარ მკვლელობაზე ერთ პირს ბრალი წაუყენა
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics