|
2017-05-20 17:32:27, 2714 ნახვა
პოლიტიკა მსოფლიო
ესპანეთის მეფემ გიორგი კვირიკაშვილს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციაში საქართველოს წარმატება მიულოცა
ესპანეთის მეფე გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობის დასაკავებლად ჩატარებული არჩევნების შედეგეებს დადებითად გამოეხმაურა. ფილიპე მეოთხემ საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციაში საქართველოს წარმატება მიულოცა და ზურაბ პოლოლიკაშვილს ნაყოფიერი საქმიანობა უსურვა. თავის მხრივ, საქართველოს მთავრობის მეთაურმა ესპანეთის მეფეს პოლოლიკაშვილის კანდიდატურის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. გიორგი კვირიკაშვილსა და ფილიპე მეოთხეს შორის საუბარი იორდანიაში, "ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის 2017 წლის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის" ფარგლებში გაიმართა. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 12 მაისს ესპანეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი, ზურაბ პოლოლიკაშვილი ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე 2018-2021 წლების ვადით აირჩიეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)