|
2017-05-20 15:06:06, 2414 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის ხელისუფლებამ 40 რუს ხელოვანს ქვეყანაში შესვლა 3 წლით აუკრძალა
უკრაინის ხელისუფლებამ 40 რუსი ხელოვანი ქვეყანაში არ შეუშვა, - ამის შესახებ Interfax იუწყება. უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ხელმძღვანელის ვიქტორ ნაზარენკოს განცხადებით, ხელოვანებს ქვეყანაში შესვლა იმის გამო ეკრძალებათ, რომ ანექსირებულ ყირიმში ვიზიტით იმყოფებოდნენ. მედია საშუალების ინფორმაციიტ, აკრძალვა ძალაში 3 წლის განმავლობაში იქნება. ე.წ. შავ სიაში შევიდნენ ისეთი ცნობილი ადამიანები როგორებიც არიან: ლოლიტა მილიავსკაია, იულია სამოილოვა, ნატაშა კარალიოვა, ნიკოლაი დობრინინი, ლუდმილა არტემიევა და სხვები. ნაზარენკოს ინფორმაციით, 2016 წელს უკრაინაში შესვლა 5 400 ადამიანს აეკრძალა, მათ შორის 1 200 მოქალაქეს რუსეთიდან. მისივე თქმით, 2017 წელს ქვეყანაში 2 500 ადამიანი ვერ შემოვიდა, აქედან 616 ადამიანი რუსეთის მოქალაქეა. შეგახსენებთ, რომ ყირიმის ანექსია რუსეთის მიერ 2014 წელს მოხდა. ოფიციალური კიევი და საერთაშორისო თანამეგობრობა ყირიმს უკრაინის ტერიტორიად აღიარებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)