|
2017-05-20 13:16:58, 2199 ნახვა
მსოფლიო
წინასწარი შედეგებით, ირანის პრეზიდენტი ჰასან რუჰანი გახდა
ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა ჰასან რუჰანიმ გაიმარჯვა, - ამის შესახებ CNN იწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ირანის მოსახლეობამ ჰასანი მეორე ვადით აირჩია და მან კონკურენტი ებრაჰიმ რაისი დაამარცხა. ირანის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, რუჰანიმ ხმათა 22.8 მილიონი მიიღო, ხოლო რაისმა 15.5 მილიონი ამომრჩევლის ხმა მოიპოვა. ამასტან, საბოლოო შედეგები დღის ბოლოს გამოქვეყნდება. აღნიშნული შედეგებით დგინდება, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური არ ჩატარდება. ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში იმდენად მაღალი აქტივობა დაფიქსირდა, რომ საარჩევნო პროცესის 4 საათით გახანგრძლივება მოუხდათ. შეგახსენებთ, რომ გუშინ ირანში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. ცნობისთვის, რუჰანიმ პრეზიდენტის პოსტი პირველად 2013 წელს დაიკავა. მისი მაშინდელი ლოზუნგი იყო "საერთაშორისო იზოლაციის გაუქმება და თავისუფალი საზოგადოების ჩამოყალიბება".
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)