|
2017-05-19 21:26:41, 2362 ნახვა
მსოფლიო
Sana: ISIS სირიაში მასობრივი მკვლელობა მოაწყო - 60 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 17 ბავშვი
ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ სირიის ჩრდილოეთით, ქალაქ სალამიასთან მდებარე სოფლებში რელიგიური ნიშნით მასობრივი მკვლელობა მოაწყო, - ამის შესახებ სააგენტო SANA იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ჯიჰადისტებმა 60-მდე შიიტი მუსლიმი მოკლეს, მათ შორის ქალები და 17 ბავშვი. როგორც მედია წერს, ტერორისტებმა რამდენიმე სირიელი ჯარისკაცი ტყვედ აიყვანეს და სიკვდილით დასაჯეს. SANA-ს ცნობით, სირიის ჯარსა და ტერორისტებს შორის შეტაკებები ბოლოს ქალაქ აქარებ ალ-საფის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა, სადაც 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ამავდროულად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქურთი მებრძოლები დაეშის თვითგამოცხადებული დედაქალაქის რაქას ასაღებად ემზადებიან. სოფელ სალამიას საავადმყოფოში მძიმე დაზიანებებითა და ჭრილობებით 40-მდე ადამიანი გადაიყვანეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)