|
2017-05-19 18:59:31, 2224 ნახვა
მსოფლიო
Reuters: პუტინის ყოფილი მეუღლე მულტი-მილიონიანი საკუთრების ბიზნესთან არის კავშირში
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ყოფილმა ცოლმა, იმ ორგანიზაციის შექმნასა და მხარდაჭერაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც მოსკოვის ისტორიულ უძრავ ქონებას ფლობს და შენობის დამქირავებლებისგან მილიონობით დოლარს გამოიმუშავებს. Reuters-ის ცნობით, შენობა პუტინთან დაკავშირებული პირების დახმარებით განახლდა და კომპანიის მმართველი, რომელიც დამქირავებლებისგან შემოსავალს იღებს, რუსეთის პრეზიდენტის ყოფილი მეუღლის ქალიშვილობის სახელითაა ცნობილი. როგორც რუსული გაზეთი Rossiiskaya Gazeta წერს, ლიუდმილა პუტინამ იმ არაკომერციული ორგანიზაციის შექმნაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ყოფილი რუსი არისტოკრატის მფლობელობაში არსებული, მოსკოვის ცენტრში მდებარე Volkonsky House-ს გაქირავებით მილიონობით დოლარს იღებს. ორგანიზაცია 2002 წელს დაარსდა. 2006 წელს Rossiiskaya Gazeta-მ პუტინის ყოფილი მეუღლე ორგანიზაციის „ნდობით აღჭურვილ პირად“ გააცნო საზოგადოებას. ლიუდმილა პუტინა 1983 წლიდან 2013 წლამდე ვლადიმერ პუტინის მეუღლე იყო.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)