|
2017-05-19 13:40:52, 2333 ნახვა
სამართალი კომენტარი
ადვოკატი: ბრალდება ბრალდებულს პირადი ინფორმაციით ემუქრება
" ბრალდება ბრალდებულს პირადი ინფორმაციით ემუქრება, რომელსაც შემხებლობა არ აქვს დანაშაულის მომზადებასთან",-ამის შესახებ მამა გიორგი მამალაძის ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ სასამართლო პროცესზე განაცხადა. ის სხდომის დახურვას ეწინააღმდეგება. "ყველა გამოკითხვით უმრავლესობა მხარს უჭერს მამა გიორგი მამალაძეს, რისიც ეშინიათ",-აღნიშნა ადვოკატმა. მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა მას მოუწოდა, შუამდგომლობა სამართლებრივად დაესაბუთებინა და ემოციებისგან თავი შეეკავებინა. "ემოციები შეიძლება რაღაც ფორმით დავუშვათ ბრალდების მხრიდან, მაგრამ თქვენ ადვოკატი ბრძანდებით, თავი შეიკავეთ",-მიმართა მოსამართლემ. თავად ბრალდებულმა განაცხადა, რომ მას დასამალი არაფერი აქვს და მზადაა, გასაჯაროვდეს მისი პირადი მიმოწერა, თუ ის საქმესთან შემხებლობაშია. მოსამართლე გადაწყვეტილების მისაღებად სათათბიროდაა გასული. სხდომა ნახევარ საათში განახლდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)