|
2017-05-19 12:55:45, 2038 ნახვა
სამართალი კომენტარი
პროკურორი: პირადი ცხოვრების შემცველი ინფორმაცია, მამალაძის, როგორც სასულიერო პირის, მორალურ თვისებებს ნეგატიურად წარმოაჩენს
ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორის განცხადებით, არსებითი განხილვის სხდომები სრულად უნდა დაიხუროს პერსონალური მონაცემების, პირადი ცხოვრებისა და პროცესის მონაწილეთა უსაფრთხოების ხელყოფასთან დაკავშირებული გარემოებების გათვალისწინებით. ბრალდების წარმომადგენლის განცხადებით, საქმეში არსებული მტკიცებულებები შეიცავს პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციას გიორგი მამალაძესთან და მესამე პირთან დაკავშირებით. ამიტომ, პროკურორის განმარტებით, მამა გიორგი მამალაძის თანხმობა სხდომის საჯაროობაზე არ აძლევთ უფლებას ამგვარად მოქმედების, ვინაიდან მამალაძის მიერ თავისი უფლების რეალიზება, დაარღვევს სხვა პირთა უფლებებს. ამასთან, პროკურორის განცხადებით, პირადი ცხოვრების შემცველი მტკიცებულებები, გიორგი მამალაძის, როგორც სასულიერო პირის, მორალურ თვისებებს ნეგატიურად წარმოაჩენს. სხდომის დახურვა-არ დახურვის თაობაზე, მოსამართლეს ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია. ის ამ წუთებში პროკურატურის მხრიდან შუამდგომლობის დასაბუთებას ისმენს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)