|
2017-05-19 10:29:17, 2303 ნახვა
მსოფლიო
FBI-ის დირექტორობის ძირითადი კანდიდატი ყოფილი სენატორი ჯონ ლიბერმანია
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინფორმაციით, საგამოძიებო ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელი უახლოეს მომავალში დაინიშნება, - ამის შესახებ Ria იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ძირითადი კანდიდატი ყოფილი სენატორი ჯონ ლიბერმანია. „ძალიან ახლოს ვართ იმასთან, რომ ფედერალური საგამოძიებო ბიუროს დირექტორი ავირჩიოთ, ლიბერმანი კი ძირიტადი კანდიდატია“, - განაცხადა ტრამპმა. შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა FBI-ის ყოფილი დირექტორი ჯეიმს კომი თანამდებობიდან 10 მაისს გაათავისუფლა. ტრამპის განცხადებით, შესაბამისი გადაწყვეტილება პოლიტიკურ საკითხებს არ უკავშირდება და პრეზიდენტმა ის კონსულტაციებისა და რჩევების შედეგად მიიღო. ტრამპის შეფასებით კომი ბიუროს არა ეფექტურად ხელმძღვანელობდა. აღსანიშნავია, რომ მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ჯეიმს კომი ტრამპის რუსეთთან შესაძლო კავშირებს იძიებდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)