|
2017-05-19 10:02:34, 2203 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ის კოალიციურმა ძალებმა სირიის სამთავრობო არმიაზე საჰაერო დარტყმა განახორციელეს
ამერიკის შეერთებული შტატების კოალიციურმა ძალებმა სირიის სამთავრობო არმიაზე საჰაერო იერიში მიიტანეს, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, სამთავრობო არმია იორდანიის საზღვართან, მეამბოხეების პოზიციისკენ მიემართებოდა. აშშ-ის სამხედროების თქმით, კოლონამ გამაფრთხილებელი ცეცხლის იგნორირება მოახდინა. „პრო-სამთავრობო ძალებმა გამაფრთხილებელ გასროლაზე რეაგირება არ მოახდინეს, უარი თქვეს კურსის შეცვლაზე და დაარღვიეს უსაფრთხოების ზონის საზღვარი, შეთანხმება, რომელიც მიღწეულ იქნა მაისის დასაწყისში, ასტანაში გამართული მოლაპარაკებების დროს“,- ნათქვამია კოალიციური ძალების განცხადებაში. როგორც პენტაგონში აცხადებენ, სირიის პრო-სამთავრობო ძალების მისამართით განხორციელებული საჰაერო დარტყმის შედეგად შესაძლოა, იყოს მსხვერპლი. გარდა ამისა, აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ოფიციალური წარმომადგენლის ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით დეტალების დაზუსტება მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)