13:45 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-16 18:50:25, 2384 ნახვა

სამართალი
შსს-ს სასაზღვრო პოლიცია აშშ-ის სანაპირო დაცვის აკადემიაში სასწავლებლად ახალგაზრდებს გააგზავნის

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციამ ამერიკის შეერთებული შტატების სანაპირო დაცვის აკადემიაში სასწავლებლად წარსაგზავნი კანდიდატების შერჩევა დაიწყო.

აშშ-ს სანაპირო დაცვის აკადემია საქართველოს სასაზღვრო პოლიციას 2019-2023 სასწავლო წლისათვის, ოთხწლიანი ინტენსიური საბაკალავრო პროგრამისთვის კანდიდატების შერჩევას სთავაზობს.

აშშ-ში კურსანტების სწავლას აშშ-ის მთავრობა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიცია დააფინანსებენ.

ხელშეკრულების თანახმად, აშშ-ის სანაპირო დაცვის აკადემიის კურსდამთავრებულები, სულ მცირე, 6 წლის განმავლობაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტში იმსახურებენ.

ამერიკის შეერთებული შტატების სანაპირო დაცვის აკადემია კანდიდატებს სწავლების 8 ძირითად მიმართულებას სთავაზობს, მათ შორის: სამოქალაქო ინჟინერია, ელექტროინჟინერია, საზღვაო ფლოტის არქიტექტურა და ინჟინერია, ოპერაციების კვლევა, საზღვაო და გარემოს დაცვასთან დაკავშირებული მეცნიერებები, სახელმწიფო მართვა, სამანქანო ინჟინერია. აკადემიური პროგრამა, ასევე, ითვალისწინებს ნავიგაციისა და კანონაღსრულების საკითხების თეორიულ სწავლებას.

საქართველოდან წარდგენილი კანდიდატი ჩაერთვება საერთაშორისო კონკურსში და უნდა მოხვდეს მსოფლიოს საუკეთესო 40 კანდიდატს შორის.

 

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი - პუტინს უკვე სიტყვა „ურა“-ს ნორმალურად წარმოთქმაც კი არ შეუძლია, ლუღლუღებს, მაგრამ თავისი რაკეტებით მაინც საცხოვრებელ სახლებს „ამარცხებს“
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
მედვედევი კიევის დაბომბვაზე - ჩვენ უნდა დავრტყმა მივიტანოთ - როგორც დღეს გავაკეთეთ და კიდევ უფრო ძლიერად
უსიკმა დაძაბულ ბრძოლაში ვერჰოვენი ნოკაუტით დაამარცხა და ჩემპიონის ტიტულები დაიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics