|
2017-05-18 15:01:08, 2387 ნახვა
მსოფლიო
სომხეთის მთავრობა გადადგა
სომხეთის მთავრობა გადადგა, - ამის შესახებ "რია-ნოვოსტი" იუწყება. მედია საშუალების ცნობით, ქვეყნის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა მთავრობის თხოვნა გადადგომის შესახებ, დააკმაყოფილა. სომხეთის პრეზიდენტმა მთავრობის წევრებს დაავალა, რომ ახალი კაბინეტის არჩევამდე მოვალეობები შეასრულონ. სომხეთის კონსტიტუციის თანახმად, ქვეყნის მთავრობა უნდა გადადგეს, პარლამენტის ახალი მოწვევის პირველივე სხდომის დღეს. პრეზიდენტი 10-დღიან ვადაში პრემიერ-მინისტრს ნიშნავს, ხოლო მინისტრთა კაბინეთი პრემიერის დანიშნვიდან 20-დღიან ვადაში უნდა აირჩეს. მთავრობის გადადგომის შემდეგ, მინისტრთა კაბინეთის წევრები მოვალეობის შესრულებას აგრძელებნ. არსებული ინფორმაციით, მმართველი გუნდი მთავრობის ხელმძღვანელის პოსტზე მოქმედ პრემიერ-მინისტრს წარადგენს. შეგახსენებთ, რომ სომხეთში საპარლამენტო არჩევნები 2 აპრილს ჩატარდა. არჩევნებში 9 პოლიტიკური ძალა იღებდა მონაწილეობას, აქედან პარლამენტში 4 მოხვდა. ყველაზე მეტი ხმა მმართველმა "რესპუბლიკურმა პარტიამ" მიიღო - 49%.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)