|
2017-05-18 13:05:16, 2176 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
მარგველაშვილი: საქართველოსნაირ ქვეყანაში სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, პრეზიდენტს ჰქონდეს მთავარსარდლის ფუნქცია
პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველოსნაირ ქვეყანაში სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტს მთავარსარდლის ფუნქცია ჰქონდეს. როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, პრინციპულ საკითხებში, რომელიც მას საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით აქვს, ერთ- ერთი მთავარი სწორედ ეს არის. "როდესაც პრეზიდენტს ასახელებ უმაღლეს მთავარსარდლად, მას უნდა ჰქონდეს შესაბამისი კომპეტენციები არა მხოლოდ ომიანობის დროს, არამედ ომამდეც, რომ უფრო მეტად განამტკიცოს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა“,- განაცხადა პრეზიდენტმა. მარგველაშვილმა პრეზიდენტის არჩევის წესზეც ისაუბრა. „არის საუბარი არჩევის წესთან დაკავშირებით. არჩევა შეიძლება პირდაპირიც და არაპირდაპირაც, ორივე დემოკრატიულია, მაგრამ როცა საზოგადოების უმრავლესობას უნდა აირჩიოს პირდაპირი წესით, რამდენად დემოკრატიულია ამ ხალხს უთხრა უარი? რამდენად გესმის დემოკრატიისა და კონსტიტუციის აზრი, როცა უბრალოდ ეუბნები, რომ არა, 300 ხმოსანი აირჩევს", -აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)