16:17 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-18 10:55:03, 2229 ნახვა

ეკონომიკა
ჩინეთი საქართველოს საბანკო და ფინანსურ სექტორებში ჩინური ინვესტიციის შემოსვლას წაახალისებს

ჩინეთის მთავრობა წაახალისებს ადგილობრივი კომპანიების მხრიდან საქართველოს საბანკო და საფინანსო სექტორებში ინვესტიციებს წაახალისებს, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ჩინეთის ვიცე-პრემიერ ვანგ იანგთან შეხვედრის შემდეგ, რომელიც ჩინეთის ქალაქ ჰეფეიში გაიმართა.

პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ჩინეთში სამუშაო ვიზიტისას მონაწილეობა მიიღო პეკინში გამართულ საერთაშორისო ფორუმზე „ერთი სარტყელი  - ერთი გზა", რომლის დროსაც მოხსენება გააკეთა საქართველოს როლსა და ფუნქციაზე ახალი აბრეშუმის გზის განვითარების მიმართულებით. მისი თქმით, დადებითი გზავნილი, რომელიც ჩინეთის ვიცე-პრემიერმა გააკეთა, პოზიტიურად აისახება საქართველოს ეკონომიკით მსხვილი ჩინური კომპანიების დაინტერესებაზე.

ფორუმის ფარგლებში, დიმიტრი ქუმსიშვილმა ხელი მოაწერა ერთ-ერთ უმსხვილეს ჩინურ კომპანიასთან  "CEFC" საქართველოში ახალი ბანკის - „საქართველოს განვითარების ბანკის" დაფუძნების შესახებ მემორანდუმს. ახალი ბანკი ხელს შეუწყობს საქართველო-ჩინეთის  სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
თითქოს სიღარიბის შემცირების გამო, რეჟიმი სოციალური დახმარებას გადახედავს, დავალება უწყებებმა უკვე მიიღეს
პროკურატურამ ჩოხატაურში მომხდარ მკვლელობაზე ერთ პირს ბრალი წაუყენა
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics