|
2017-05-17 18:58:05, 2466 ნახვა
მსოფლიო
ემანუელ მაკრონმა საფრანგეთის მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა დაასახელა
საფრანგეთის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა საფრანგეთის მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა დაასახელა, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, მთავრობის შემადგენლობაში სხვადასხვა პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები შევიდნენ. საფრანგეთის მთავრობას 11 კაცი და 11 ქალი მინისტრი ეყოლება. მაკრონმა პირობა დადო მემარჯვენეები და მემარცხენეები გააერთიანოს. ეკონომიკის მინისტრის პოსტს ეროვნული კრების დეპუტატი, კონსერვატორი ბრუნო ლე მერი დაიკავებს. იუსტიციის მინისტრის პოსტს კიდევ ერთი ცენტრისტი ფრანსუა ბაირუ დაიკავებს. სხვა მინისტრები: ანიეს ბუზინი - ჯანდაცვის მინისტრი;მურიელ პენიკო - შრომის მინისტრი; ჟან-მიშელ ბლანკე - განათლების მინისტრი; ჟაკ მეზარი - სოფლის მეურნეობის მინისტრი. საფრანგეთის ახალი მთავრობის პირველი სხდომა 18 მაისს ჩატარდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)