|
2017-05-17 10:53:45, 2122 ნახვა
საზოგადოება კომენტარი
ბაია პატარაია: უსაფრთხოების ზომები ცოტა გადამეტებულია, 2013 წლის 17 მაისის შემდეგ, საზოგადოებამ გაკვეთილი ისწავლა
„ქალთა მოძრაობის“ ხელმძღვანელის, ბაია პატარაიას განცხადებით, ლგბტ თემი არის ის ჯგუფი, რომელსაც მუდმივად ერღვევა შეკრების თავისუფლების უფლება. როგორც პატარაიამ „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, კარგია, რომ დღეს შეძლეს ამ ადამიანებმა აქციის გამართვა, თუმცა, მისივე შეფასებით, ეს არ არის უფლების სრულფასოვანი განხორციელება, რადგან რიგით მოქალაქეებს არ შეუძლიათ აქციაში მონაწილეობის მიღება. ამასთან, ბაია პატარაია ფიქრობს, რომ უსაფრთხოების ზომები ცოტა გადამეტებულია. მისი თქმით, ქართულმა საზოგადოებამ 2013 წლის შემდეგ გაკვეთილი ისწავლა და დღეს უფრო მშვიდობიანად თანაარსებობენ ჯგუფები ერთმანეთთან. „ძალიან მკაცრია უსაფრთხოების ზომები, ცოტა გადამეტებულიც. 2013 წლის შემდეგ, ქართველმა საზოგადოებამ ისწავლა გაკვეთილი და უფრო მშვიდობიანად თანაარსებობენ ჯგუფები ერთმანეთთან. ეს პროგრესი უნდა გაიზარდოს, მაგრამ რა თქმა უნდა სახელმწიფო უნდა იყოს მოწოდების სიმაღლეზე. სამწუხაროდ სრულფასოვანი შეკრების უფლება არ გვაქვს. იმედს ვიტოვებ, რომ მომავალში შესაძლებელი იქნება თავისუფლად, საჯაროდ, ასეთი ტიპის აქციების გამართვა. ის, რომ შსს-ს გვისაზღვრავ სად როდის რანაირად და რამდენმა ადამიანმა ჩავატაროთ აქცია, ბუნებრივია ეს არ არის უფლების სრულფასოვანი განხორციელება“, - განაცხადა ბაია პატარაიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)