|
2017-05-16 22:41:33, 3393 ნახვა
სამართალი კულტურა
მსჯავრდებულთა მონაწილეობით სპექტაკლი „12 განრისხებული მამაკაცი“ გაიმართა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ორგანიზებით, შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიურ თეატრში, მსჯავრდებულთა მონაწილეობით სპექტაკლი „12 განრისხებული მამაკაცი“ გაიმართა. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის კახა კახიშვილის განცხადებით, მსგავის სახის აქტივობებსა და ღონსიძიებებში ჩართვა მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის ყველაზე კარგი გზაა. მან მადლობა გადაუხადა სპექტაკლის სტუმრებს, მონაწილეებს და ყველა იმ ადამიანს, რომელმაც დღევანდელი ღონისძების ორგანიზებაში მიიღო მონაწილეობა. „დღეს უპრეცედენტო შემთხვევას ჰქონდა ადგილი, როცა რუსთაველის თეატრის დიდ სცენაზე პენიტენციური დაწესებულებიდან მსჯავრდებულებმა ითამაშეს. მონაწილეებმა საკუთარ თავზე ბევრი იმუშავეს, სპექტაკლი შედგა და მაყურებლების დიდი მოწონებაც დაიმსახურა. რაც მთავარია, დარბაზში მის უწმინდესობასთან, პრემიერთან, მთავრობის წევრებთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და სხვა სტუმრებთან ერთად, სპექტაკლს უყურებდნენ მსჯავრდებულებიც, როგორც ქალი, ასევე, მამაკაცი პატიმრები. დარბაზში იყვნენ მონაწილე მსჯავრდებულთა ახლობლები და ოჯახის წევრები“, - განაცხადა კახა კახიშვილმა კათოლიკოს-პატრიარქმა მსჯავრდებულები დალოცა და ჯვრებით დაასაჩუქრა. მათ საჩუქარი რუსთაველის თეატრის დირექტორისგან გიორგი თევზაძისგანაც მიიღეს - რუსთაველის თეატრის ალბომი. ასევე, რეპეტეციის დროს მსჯავრდებულებს სიურპრიზის სახით, სცენაზე რობერტ სტურუას რეჟისორობით რუსთაველის თეატრში დადგმული „12 განრისხებული მამაკაცის“ მონაწილე მსახიობები დახვდნენ. მამაკაც მსჯავრდებულთა მონაწილეობით თეატრალური დასი N17 პენიტენციურ დაწესებულებაში ჩამოყალიბდა. მოგვიანებით, მთლიანი დასი, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის კახა კახიშვილის გადაწყვეტილებით, N16 დაბალი რისკის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც მათ რიგებს რამდენიმე მსჯავრდებული აღნიშნული დაწესებულებიდანაც შეუერთდა. „12 განრისხებული მამაკაცის“ ადაპტირებული სცენარი და რეჟისურა, ასევე, მუსიკა მსჯავრდებულებს ეკუთვნით. დამდგმელი რეჟისორია გურამ ბრეგაძე. სპექტაკლში სულ 18 მსჯავრდებული მონაწილეობდა, რომელთა შორის რამდენიმე სხვა ქვეყნის მოქალაქეა. სპექტაკლის პარალელურად, რუსთაველის თეატრის ფოიეში მსჯავრდებულთა მიერ პენიტენციურ დაწესებულებებში შექმნილი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვაც მოეწყო, რომელიც პრემიერმა და ღონისძიების სხვა სტუმრებმა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრთან კახა კახიშვილთან ერთად დაათვალიერეს. (NS)
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
სირია 1975 წლის შემდეგ პირველად, მონაწილეობას მიიღებს G7-ის სამიტში მოწვეული ქვეყნის სტატუსით
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)