13:46 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-16 16:14:42, 1991 ნახვა

სამართალი
ლაშა თორდიას დაკითხვა დასრულდა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსის, ლაშა თორდიას სახლი გამომძიებლებმა უკვე დატოვეს.

გამოკითხვის შემდეგ, გამომძიებლებმა კომენტარი გააკეთეს და თქვეს, რომ თორდიამ გამოძიებას მნიშვნელოვანი ინფორმაცია მისცა. საქმისთვის კვალიფიკაციის შეცვლასთან დაკავშირებით მათ აღნიშნეს, რომ გამოძიების დასრულებამდე კვალიფიკაციის შეცვლაზე კომენტარი არ გაკეთდება.

“საქმეზე უკვე არა ერთი მოწმე დაიკითხა. რაც შეეხება საქმის კვალიფიკაციის შეცვლასა და თავდასხმის ფაქტის ამსახველი ვიდეოკადრების ამოღებას,  გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, კომენტარს ვერ გვაკეთებ”, - განაცხადა პროკურორმა ზაზა დათუკიშვილმა.

ლაშა თორდიას დაკითხვა თითქმის 4 საათის განმავლობაში გრძელდებოდა.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, მას შარდენის ქუჩაზე მდებარე ღამის კლუბ „ელ ცენტროში“, თავს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და მისი თანმხლები რამდენიმე პირი დაესხნენ. ლაშა თორდია მომხდარს მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას უკავშირებს.

თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი - პუტინს უკვე სიტყვა „ურა“-ს ნორმალურად წარმოთქმაც კი არ შეუძლია, ლუღლუღებს, მაგრამ თავისი რაკეტებით მაინც საცხოვრებელ სახლებს „ამარცხებს“
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
მედვედევი კიევის დაბომბვაზე - ჩვენ უნდა დავრტყმა მივიტანოთ - როგორც დღეს გავაკეთეთ და კიდევ უფრო ძლიერად
უსიკმა დაძაბულ ბრძოლაში ვერჰოვენი ნოკაუტით დაამარცხა და ჩემპიონის ტიტულები დაიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics