|
2017-05-16 16:32:42, 2264 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ბესელია: გამოძიებას აქვს მაღალი ლეგიტიმაცია და მექანიზმი, ჩაატაროს ობიექტური გამოძიება
"კანონში არ წერია, რომ კონსტიტუციური ორგანოს წარმომადგენლის მიმართ ჩადენილი რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედება ავტომატურად ექვემდებარება პარლამენტს, რაც იმას ნიშნავს, რომ გამოძიებას აქვს მაღალი ლეგიტიმაცია და მექანიზმი, მან ჩაატაროს ობიექტური გამოძიება",-ასე გამოეხმაურა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია თორდია-ფარცხალაძის საქმეზე მიმდინარე გამოძიებასა და საპარლამენტო-საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნას. ბესელიას შეფასებით, გამოძიება ობიექტურად იმუშავებს: "კანონის წინაშე ყველა თანასწორია. მაღალი თანამდებობის პირებს აქვთ მაღალი იმუნიტეტი. ანუ დაცვის მაღალი გარანტია, მაგრამ როცა ხდება კონკრეტული ფაქტი, კანონი ამბობს, რომ გამოძიებამ იმუშაოს ამ ფაქტებზე ობიექტურად და მიუკერძოებლად. ეს მოლოდინი გვაქვს ჩვენ. კანონში მაშინ ეწერებოდა, რომ კონსტიტუციური ორგანოს წარმომადგენლის მიმართ ჩადენილი რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედება ავტომატურად ექვემდებარება პარლამენტს. ასეთი ჩანაწერი არ არსებობს, რაც იმას ნიშნავს, რომ გამოძიებას აქვს მაღალი ლეგიტიმაცია და მექანიზმი, რომ მან ჩაატაროს ყოველმხრივი და ობიექტური გამოძიება",-აღნიშნა ბესელიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)