|
2017-05-16 16:00:56, 2139 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
გამგებელს შესაძლოა, მერი ეწოდოს
პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საუბარია არა გამგებლის ინსტიტუტის გაუქმებაზე, როგორც ეს გავრცელდა, არამედ მხოლოდ გამგებლის სახელწოდების შეცვლაზე. კობახიძისთვის ეს ცვლილება მისაღებია: "გამგებელს შეიძლება ეწოდოს მერი, რაც არის ევროპაში საყოველთაოდ აპრობირებული პრაქტიკა. ინსტიტუტს არ ეხება. ცვლილება ეხება მხოლოდ სახელწოდებას. ტექნიკურ ცვლილებას. მერი ნიშნავს უმაღლესი თანამდებობის პირს ადგილობრივ დონეზე. ამიტომ აპრობირებულია ეს ტერმინი. გამგებელი ქართული ტერმინია. ხშირად იწვევს აღრევას ეს ტერმინები. ადამიანებს ჰგონიათ, რომ მერი სხვა რამეა და გამგებელი სხვა რამეა. ამ დროს ერთი და იგივე კომპეტენციები აქვთ ზუსტად მერსაც და გამგებელსაც. უბრალოდ ერთი არის ქალაქის ხელმძღვანელი, მეორე მუნიციპალიტეტის ხელძღვანელი. თუნდაც ამ აღრევის თავიდან ასარიდებლად შეიძლება სწორიც იყოს, რომ ერთი ტერმინი-მერი გამოვიყენოთ",-აღნიშნა კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)