|
2017-05-16 13:54:08, 2168 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
მდინარაძე: კობახიძის მხრიდან იყო ადეკვატური რეაქცია, როდესაც მან სტუდენტებს მოუწოდა, ილიას გზით იარონ
"პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან იყო ადეკვატური რეაქცია, როდესაც მან მოუწოდა ასევე სტუდენტებს, რომ იარონ ილიას გზით",-ასე უპასუხა ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტების შეკითხვას - მისაღები იყო თუ არა პარლამენტის თავმჯდომარის რეპლიკა სტუდენტების მიმართ, რომ ისინი არიან კომუნისტები, უცოდინრები და უნდა დადგომოდნენ ილიას გზას. მდინარაძის თქმით, თავადაც უერთდება ამ მოწოდებას, რადგან ფიქრობს, რომ ცოდნა და რეალური მონაწილეობა პოზიტიურ პროცესებში უზრუნველყოფს მომავალს: "თქვენი კითხვიდან მრჩება შთაბეჭდილება, რომ მათი რეპლიკები არ მოგისმენიათ, თუმცა ეს არ არის რაიმეს განმაპირობებელი, რომ იგივე უნდა იყოს სხვის მიმართ, თუმცა ყველანი ადამიანები ვართ, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარე, მისი მხრიდან იყო ადეკვატური რეაქცია როდესაც მან მოუწოდა ასევე სტუდენტებს, იარონ ილიას გზით, მე ვუერთდები ამ მოწოდებას, რადგან ცოდნა და რეალური მონაწილეობა პოზიტიურ პროცესებში, უზრუნველყოფს მომავალს",-აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)