|
2017-05-16 12:18:03, 2315 ნახვა
მსოფლიო
Washington Post: დონალდ ტრამპმა სერგეი ლავროვს მკაცრად გასაიდმულოებული სადაზვერვო ინფორმაცია გაუმჟღავნა
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრის დროს მკაცრად გასაიდუმლოებული სადაზვერვო ინფორმაცია გაამჟღავნა, რამაც უმნიშვნელოვანესი წყარო საფრთხის ქვეშ დააყენა, - ამის შესახებ Washington Post-ი ამერიკის ყოფილ და მოქმედ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს. ამასთან, აღნიშნული წყარო დაზვერვას „ისლამური სახელმწიფოს“ შესახებ ინფორმაციას აწვდიდა. „მაღალჩინოსანთა ცნობით, ინფორმაცია, რომელიც პრეზიდენტმა გაამჟღავნა, მოწოდებული იყო აშშ-ის პარტნიორის მიერ, სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლის შეთანხმების ფარგლებში და იმდენად სენსიტიურად იყო მიჩნეული, რომ მისი დეტალები მოკავშირეებისთვის დაფარული იყო და მკაცრად იყო შეზღუდული მთავრობის შიგნითაც“, - წერს Washington Post-ი. როგორც Washington Post-ი წერს, პარტნიორს, რომელმაც აშშ-ის დაზვერვას ინფორმაცია მიაწოდა, მათთვის უფლება არ მიუცია, მასალები რუსეთისთვის გაეცნოთ. აღსანიშნავია, რომ აშშ-ის ცენტრალური დაზვერვისა (CIA) და ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოები (NSA) საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ. შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს და ქვეყნის ელჩს თეთრ სახლში რამდენიმე დღის წინ უმასპინძლა. თეთრი სახლის ინფორმაციით, შეხვედრაზე ტერორისტული ორგანიზაციების მხრიდან მომავალ ძირითად საფრთხეებზე ისაუბრეს, თუმცა არანაირი სადაზვერვო ინფორმაცია არ განხილულა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)