|
2017-05-16 11:52:13, 2052 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს დელეგაციამ პეკინში „ჰუავეის“ სადემონსტრაციო ტექნოლოგიური ცენტრი მოინახულა
საქართველოს დელეგაციამ პირველი ვიცე-პრემიერის, ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის ხელმძღვანელობით, პეკინში ახალი ტექნოლოგიების კორპორაცია „ჰუავეის" სადემონსტრაციო ტექნოლოგიური ცენტრი მოინახულა. საქართველოს დელეგაციას, ასევე, წარმოადგენდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და საქართველოს ელჩი ჩინეთში დავით აფციაური. ფინანსთა სამინისტროს ცნობით, საქართველოს დელეგაციას ცენტრში მეგზურობა „ჰუავეის" პრეზიდენტმა ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში ჯეიმს ჩენმა გაუწია. ცენტრში საპატიო სტუმრებმა დაათვალიერეს ყველა ის სიახლე, რომელიც ჩინური კორპორაციის მხრიდან ინერგება ჩინეთსა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში. „ჰუავეი" ფოკუსირებულია როგორც ფიქსირებულ, ასევე უკაბელო ტელეკომუნიკაციებზე და წარმოადგენს სატელეკომუნიკაციო აღჭურვილობის მწარმოებელ მსოფლიოში უდიდეს კომპანიას. „ჰუავეის" საქმიანობაა სატელეკომუნიკაციო ქსელების გამართვა, ოპერაციული და საკონსულტაციო მომსახურების გაწევა, ტერმინალური მოწყობილობების წარმოება და სხვ. ცენტრის დათვალიერების შემდეგ, „ჰუავეის" პრეზიდენტი ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლებს საქართველოში კორპორაციის სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. „ჰუავეი" საქართველოში 2001 წლიდან საქმიანობს. მან მნიშვნელოვანი პროექტები განახორციელა სხვადასხვა ადგილობრივ სატელეკომუნიკაციო სექტორში, აგრეთვე, სახელმწიფო უწყებებში.
(NS)
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
თითქოს სიღარიბის შემცირების გამო, რეჟიმი სოციალური დახმარებას გადახედავს, დავალება უწყებებმა უკვე მიიღეს
პროკურატურამ ჩოხატაურში მომხდარ მკვლელობაზე ერთ პირს ბრალი წაუყენა
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)