|
2017-05-15 16:20:51, 2038 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
დავით ნარმანია NDI-ს კვლევაზე: საზოგადოებას უნდა ვკითხოთ, მეტს რას ელოდებიან ქალაქის მერისგან
თბილისის მერის დავით ნარმანია ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის შედეგებს გამოეხმაურა. როგორც ნარმანიამ აღნიშნა, თუ ქალაქის მერი ყველა გაკეთებული საქმის ფონზე დღევანდელი მონაცემებით დაბალრეიტინგულია, „მაშინ საზოგადოებას ის უნდა ჰკითხონ, კიდევ მეტს რას ელოდებიან მერისგან“. „NDI-ის კვლევის მეთოდოლოგიასთან და მიდგომებთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია საერთოა, ჩვენ ძალიან ბევრ საქმეს ვაკეთებთ და თუ არაფერს ნიშნავს ეს, ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ქალაქის მერი დაბალრეიტინგულია, მაშინ ისევ იგივე საზოგადოებას უნდა ვკითხოთ, მეტს რას ელოდებიან ქალაქის მერისგან“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. NDI-ის კვლევის მიხედვით, თბილისის მერის საქმიანობას კარგად აფასებს გამოკითხულთა 33%, საშუალოდ 37%, ცუდად 15%, ძალიან ცუდად 5%, ხოლო ძალიან კარგად 1%.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)