|
2017-05-15 13:51:18, 2020 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ნიკა მელია: NDI-ს კვლევა ცხადყოფს, რომ საზოგადოებას პოლიტიკური პარტიების მიმართ რწმენა დაკარგული აქვს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებით, NDI -ს კვლევა ცხადყოფს, რომ საზოგადოებას პოლიტიკური პარტიების მიმართ რწმენა დაკარგული აქვს. თუმცა, როგორც მელიამ აღნიშნა, განახლებულ ენმ-ს აქვს ყველანაირი პოტენციალი ხალხში გავიდეს და მათ ეს რწმენა დაუბრუნოს. „NDI -ს კვლევამ, როგორც მოსალოდნელი იყო აჩვენა, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი არსებული ყოფით უკმაყოფილოა. ტოტალური უმუშევრობაა, რაც კიდევ უფრო ამძიმებს ვითარებას, საზოგადოებას უკეთესი ხვალინდელი დღის რწმენა აქვს დაკარგული. მათ შორის რწმენა პოლიტიკური პარტიების მიმართაც. ეს ჩვენთვისაც , როგორც მთავარი ოპოზიციური პარტიისთვის, ახალი ნაციონალური მოძრაობისთვის, უდიდესი გამოწვევაა. თუმცა, ენმ რეფორმების პროცესშია და მიმაჩნია, რომ რამდენადაც ახლოს ვიქნებით საზოგადოებასთან, იმდენად აისახება ეს პარტიის განვითარებაზე“, - განაცხადა ნიკა მელიამ. NDI-ს კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობის აზრით, მათ შეხედულებებთან ახლოს არც ერთი პარტია არ დგას.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)