|
2017-05-13 19:22:20, 2285 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
კობახიძე კაპანაძეს: გაისადაც იგივე მოხდება, ხელს ჩავკიდებ ჩემს პრეზიდენტობის კანდიდატს და გაიმარჯვებს „ქართული ოცნება“
მცხეთაში, კონსტიტუციის საყოველთაო სახალხო განხილვაზე პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ ისაუბრა. „აქ ნახსენები იყო ისლანდია, ლიტვა და ასე შემდეგ. ისლანდიას სხვა მოცემულობა აქვს. საქართველოში ჩვენ პრაქტიკულ მაგალითზე შეგვიძლია მარტივად წარმოვიდინოთ მომავალი წლის არჩევნები. მომავალ წელს არ იქნება ისლანდიური არჩევნები, ეს იქნება ქართული ხალხური არჩევნები, სადაც გამოდიან პრეზიდენტობის კანდიდატები, ისინი წარსდგებიან პარტიების მიერ, პარტიული სტრუქტურები სრულად იქნება ჩართული ამ კამპანიაში და მილიონები დაიხარჯება იმისათვის, რომ შენმა კანდიდატმა გაიმარჯვოს. ძალიან მძაფრი კამპანია იწარმოებს, როდესაც ერთი მეორეს დაუძახებს „კალიგულას ცხენს“, მეორე იგივეს და ასე შემდეგ“, - აღნიშნა კობახიძემ. ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარემ „ევროპული საქართველოს“ წევრ სერგი კაპანაძეს მიმართა და აღნიშნა, რომ 2013 წელს პრეზიდენტი პირდაპირი წესით იქნა არჩეული, თუმცა ამის მიუხედავად მას „გიგი უგულავამ კალიგულას ცხენი უწოდა“. „კალიგულას ცხენი იყო სხვათაშორის ნახსენები. ბატონმა სერგიმ ბრძანა, რომ „კალიგულას ცხენს აირჩევს სამასი ხმოსანი“. ჩვენ 2013 წელს ავირჩიეთ პრეზიდენტი პირდაპირი წესით, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია თქვენი ერთ-ერთი ლიდერისთვის, ბატონი გიგი უგულავასთვის რომ გიორგი მარგველაშვილისთვის არჩევის შემდეგ ეწოდებინა კალიგულას ცხენი. თქვენთვის სულ ერთია სამასი ხმოსანი აირჩევს თუ ხალხი, ერთსაც და მეორესაც მაინც კალიგულას ცხენს დაუძახებთ, ეს არის რეალობა“, - განაცხადა კობახიძემ. პარლამენტის თავმჯდომარეს სერგი კაპანაძე გამოეხმაურა: „ბატონი მარგველაშვილი არჩეული იყო იმიტომ, რომ ბატონმა ივანიშვილმა ხელი ჩაჰკიდა და მოატარა მთელი საქართველო“. საპასუხოდ კობახიძემ აღნიშნა, რომ მომავალ წელსაც „ქართული ოცნების“ კანდიდატი გაიმარჯვებს: „გაისადაც იგივე იქნება, ხელს ჩავკიდებ ჩემს კანდიდატს და გაიმარჯვებს „ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატი, ეს ყველამ იცის“.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)