|
2017-05-13 13:44:21, 2351 ნახვა
მსოფლიო
Fox News: FBI-ის დირექტორის პოსტი შესაძლოა რესპუბლიკელმა სენატორმა ჯონ კორნინმა დაიკავოს
ამერიკის შეერთებულ შტატებში საგამოძიებო ფედერალური ბიუროს დირექტორის თანამდებობისთვის შესარჩევი გასაუბრება გაიმართება, - ამის შესახებ FOX NEWS იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, FBI-ის დირექტორის პოსტზე სულ 11 კანდიდატია წარდგენილი, გასაუბრებას კი გენერალური პროკურორი ჯეფ სეშენსი და მისი მოადგილი როდ როზენშტეინი წარუძღვებიან. აღსანიშნავია, რომ 4 კანდიდატთან ასაუბრება უკვე ჩატარდა. კანდიდატებს შორის არის ბიუროს ყოფილი დირექტორის ჯეიმს კომის მოადგილე და ამ დროისთვის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ენდრიუ მაკკეიბი, რომელიც კომის მხარდამჭერად მოიაზრება. FOX NEWS-ი თეთრ სახლში არსებულ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ბიუროს დირექტორის პოსტს რესპუბლიკელი სენატორი ჯონ კორნინი დაიკავებს. კორნინი პროფესიით იურისტია და 1999-2002 წლებში ტეხასის შტატის მთავარი პროკურორის თანამდებობას იკავებდა. შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა FBI-ის ყოფილი დირექტორი ჯეიმს კომი თანამდებობიდან 10 მაისს გაათავისუფლა. როგორც ტრამპმა შემდეგში განმარტა, კომი ბიუროს არაეფექტურად ხელმძღვანელობდა და თვითრეკლამით იყო დაკავებული. ცნობისთვის, ჯეიმს კომი წინასაარჩევნო კამპანიის პროცესში, რუსეთის შესაძლო ჩარევისა და დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის წევრების კრემლის წარმომადგენლებთან შესაძლო ფარული შეთანხმების შესახებ გამოძიებას ხელმძღვანელობდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)